Tuesday, November 28, 2017

გაკვთილის გეგმა

გაკვეთილის გეგმა
მასწავლებელი: თამარი თასოევი
საგანი:გეოგრაფია
კლასი:IX
თემა:საქართველოს მინერალური რესურსები.
დრო:  45       წუთი
მოსწავლეთა პროფილი:2მოსწავლე სსსმ არ მყავს
გაკვეთილის მიზანი:მოსწავლეს შეუძლია რუკებისა და სხვა გეოგრაფიული საშუალებებით,საქართველოს მინერალური რესურსების მარაგის,გავრცელების რაიონებისა და გამოყენების სფეროს დადგენა,აანალიზებს მათ მნიშვნელობას ქვეყნის განვითარებისათვის.
ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი:გეო:IX.1.1.7

გეო:IX.3.3
საჭირო წინარე ცოდნა და უნარ-ჩვევები:დასმული კითხვები თემასთან დაკავშირებით.  ინფორმაციის ანალიზის,ინტერპრეტაციის და კლასიფიკაციის უნარი.საკუთარი მოსაზრებისა და მსჯელობის უნარი.
შეფასება და თვითშეფასება:განმავითარებელი შეფასება.შეფასების რუბრიკა.
სასწავლო მასალა და რესურსები:სახელმძღვანელო.საქართველოს რუკა.კონტურული რუკა.სასარგებლო წიაღისეულის რუკა.დაფა.ცარცი.ინტერნეტ-რესურსი.





აქტივობა N 1კითხვა-პასუხი.10წთ.კლასი
                   შესასვლელი ბილეთი.

აქტივობის მიზანი:წინარე ცოდნის გახსენება.


აქტივობის აღწერა:ვუსვამ მოსწავლეს კითხვას,თუ რა ახსოვთ საქართველოს წიაღისეულთან დაკავშირებით?თან ვარიგებთ შესასვლელ ბილეთებს.


სახელი:
1.რა იციან საქართველოს მინერალურ რესურსებზე?

2.რა მნიშვნელოვანი საბადოები აქვს ქვეყანას?

ვაძლევთ სამუშაოდ 10 წუთს.



აქტივობა N 2ტექსტის ანალიზი.5წთ.კლასი


აქტივობის მიზანი:გაეცნონ ტექსტსი მოცემულ ინფორმაციას.


აქტივობის აღწერა:გაეცნობიან ინფორმაციას ტექსტში,ამისთვის ეძლევათ 5წთ.




აქტივობა N 3კონტურულ რუკაზე მუშაობა.15წთ.კლასი


აქტივობის მიზანი:ტექსტში მოცემული მინერალური რესურსები დაიტანონ კონტურულ  რუკაზე.


აქტივობის აღწერა:ვარიგებ კონტურულ რუკებს,ვთხოვ მოსწავლეებს მოცემული სასარგებლო წიაღისეულები დაიტანონ რუკაზე გავრცელების არეალების მიხედვით.










აქტივობა N 4შინარსიის რელიზება-გეოგრაფიული ინფორმაციის დამუშავება.
                    გასასვლელი ბილეთი.10 წთ.კლასი

აქტივობის მიზანი:რა იცოდნენ,რა გაიგეს ახალი გაკვეთილზე.


აქტივობის აღწერა:ვარიგებ გასასვლელ ბარათებს,რომელსაც უნდა უპასუხონ


სახელი:
1.რომელი სახის მინერალური რესურსი შეიძლება ჩაითვალოს საქართველოს სიმდიდრედ?

2.რა მნიშვნელობა აქვს მათ არსებობას ქვეყნის განვითარებისათვის?


აქტივობა N 5საშინაო დავალება 5წთ.კლასი


აქტივობის მიზანი:უფრო კარგად გაიცნონ საქართველოს მინერალური რესურსები.


აქტივობის აღწერა:ვთხოვ მოსწავლეებს,სახლში მოამზადონ ესე,,ეყოფა თუ არა საქართველოს მინერალური რესურსები მომავალ თაობებს?“







შეფასების რუბრიკა:
N
კრიტერიუმი
დამაკმაყოფილებელი
(5-6)
კარგი
(7-8)
ძალიან კარგი
(9-10)
1
რუკასა და სხვა თვალსაჩინოებაზე მუშაობის უნარი
მონაწილე სუსტად ამჟღავნებს თვალსაჩინოებაზე მუშაობის უნარს.
მეტ-ნაკლებად ამჟღავნებს თვალსაჩინეობაზე მუშაობის უნარს.
მონაწილე სრულყოფილად ამჟღავნებს თვალსაჩინეობაზე მუშაობის უნარს.
2
პასუხობს დასმულ კითხვებს,ავლენს შესწავლილი საკითხის ცოდნას.
სუსტად ავლენს სესწავლილი საკითხის ცოდნას.
კარგად ავლენს წაკითხული მასალის ცოდნას.
სრულყოფილად ავლენს შესწავლილი საკითხის ცოდნას.
3
ავლენს ანალიზს გავრცელების არეალებსა და გამოყენების სფეროს.
ვერ ავლენს ცოდნას გავრცელების არეალებს შორის.
მოსწავლე კარგად ავლენს მათი გავრცელების არეალებს შორის.
სრულყოფილად ავლენს ანალიზს მათი გავრცელების არეალებს შორის.
4
მსჯელობს მათ მნიშვნელობას ქვეყნის განვითარებისათვის.
უჭირს მსჯელობა მათ მნიშვნელობაზე ქვეყნისთვის.
კარგად მსჯელობს მათ მნიშვნელობაზე.
სრულყოფილად მსჯელობს მათ მნიშვნელობას ქვეყნის განვითარებისათვის.






საშინაო დავალებაN2
ჯ.ელიოტის ექსპერიმენტით,ჩანს რომ მოსწავლეთა ცნობიერება ირღვევა,ეკარგებათ მოტივაცია,არ უნდა განვასხვავოთ მოსწავლეები რანგების მიხედვით.მსგავსმა ექსპერიმენტმა ნათელი მაგალითი დადო,თუ რა დაემართათ მოსწავლეებს,როგორ დაკარგეს ინტერესი სოციუმში თავის დასამკვიდრებლად.გაჩნდა დაპირისპირება მათ შორის.არ ჩანს ურთიერთპატივიცემა ერთმანეთის მიმართ.ამ სიტუაციაში პედაგოგმა გამოიყენა  სტიგმის ელემენტები,რაც დაუშვებელია მასწავლებლის მხრიდან,ეს იწვევს მოსწავლის თვითშეფასების დაქვეითებას.
მნიშვნელოვნად მოქმედებს სწავლის ხარისხზე,ხდება კატეგორიებად მოსწავლეების დაყოფა,კომპლექსდებიან,ვერ აზროვნებენ ისე,როგორც როცა იმ პროცესში იყვნენ თანაბარნი.
ყოვლად დაუშვებელია,მოსწავლეების რაიმე ნიშნით დაყოფა.ეს უპირველესი მოვალეობაა პედაგოგის,ის არის მაგალითი თითეული მოსწავლისათვის,მისი ლექსიკა,მანერები,ადამიანებთან მისი ურთიერთობა,ეს ყველაფერი აისახება თითოეული  მოსწავლის ქცევაზე.

უფრო წინ წამოწეულია დღეს სკოლებში  ბულინგთან ერთად,გენდერისა და სოციალური ინკლუზია.პედაგოგი,ვალდებულია გაითვალისწინოს თითეული მოსწავლის ინტერესები,სოციალური სფერო,რათა თავიდან ავიცილოთ მსგავსი პრობლემები.ყველა ადამიანს აქვს არსებობის თავისუფლების უფლება.