Thursday, November 22, 2018

ტრენინგის რეფლექსია

საინტერესოდ  და ნაყოფიერად გაიარა ტრენინგმა.შევისწავლეთ ბევრი საინტერესო და მრავლისმომცემი საკითხები,პროექტების სწავლების კუთხით.შევისწავლეთ როგორ მოვიძიოთ სტანდარტის შესაბამისი ინდიკატორები და მისაღწევი აქტივობები.პროექტის თემიდან გამომდინარე ჩამოვაყალიბეთ მიზნები,თითოეული ინდიკატორებისათვის,ასევე ჩამოვაყა;ლიბეთ ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი კითხვები .ასევე გავაკეთეთ პორტფოლიოს პრეზენტაცია.ვისწავლეთ პოსტერების შექმნა,რომელსაც დავნერგავ საკუთარ საქმიანობაში.გზადაგზა ვირგებდით მოსწავლის როლს,შევქმენით მოსწავლის ნიმუში.დავიწყეთ პროექტის პროცედურებისა და აქტივობების დაწერა.გამოვიყენეთ რუბრიკები,ჩეკლისტები,განმსაზღვრელი ნიშნის გამოყვანის სქემები.გავეცანით 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს ,რომელიც გვეხმარება განვავითაროთ ის მაღალ სააზროვნო უნარებს  რომელიც გამოგვადგება ჩვენი პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაში..მოვირგეთ მოსწავლის როლები,შევიმუშავეთ შეფასების გეგმები,გამოვიყენეთ შეფასების ფორმები.ასევე შევადგინეთ შემაჯამებელი შეფასების რუბრიკები  თემიდან  გამომდინარე.გავეცანი რესურსებს რომელიც დამეხმარება საინტერესო და მრავალფეროვნად იმუშაონ მოსწავლეებმა.განვიხილეთ პრაქტიკული მაგალითების საფუძველზე სტრატეგიები.ვიმუშავეთ წყვილებში,სადაც გამოვიყენეთ სტრატეგია.დაწყვილდი,დაფიქრდი,გაუზიარე..რომელიც მეტად საინტერესო იყო.გავეცანი ITC.TPDC.GEასევე TPDC.GE/ESSENTIALS..მადლობა ამ საინტერესო ნაყოფიერი დღეებისთვის...გამოვიყენებ ჩემს პედაგოგიურ საქმიანობაში.

პროექტის პორტფოლიო


პროექტის პორტფოლიოს საქაღალდის ბმული

Tuesday, November 20, 2018

დღე მერვე

დღევანდელი დღეს გავიარეთ მოსწავლეთა წარმატებისთვის დაგეგმვის განხორციელება.ასევე ფასილიტაციის ტექნოლოგიების გამოყენებაზე ვიმუშავეთ.რა ტიპის ფასილიტაციის დოკუმენტები გამოიყენებაა სასურველი და საინტერესო სწავლებაში.(სქემა,თარგი,ინსტრუქცია,ინტერნეტ-მისამარტები.)წყვილებში გავიზიარეთ პროექტის განხორციელებისათვის დავგეგმვოთ ჩვენი განსახორციელებელი გზა.როგორ და რა ფორმით დავალაგებთ,ნაბიჯ-ნაბიჯ გზას რომელსაც გავივლით პროექტის დაგეგმვიდან დასრულებამდე.(სასწავლო პროცედურები,შეფასების ინსტრუმენტები,საკვანძო შეკითხვები,დიფერენცირებული სწავლება,მოსწავლის შედეგები,თემის საფუძვლები.)
გავიარეთ სასწავლო პროექტის ყველა საფეხური.

Monday, November 19, 2018

დღე მეშვიდე


საინტერესო დღე იყო,შევისწავლეთ და გავიარეთ,შეფასების რუბრიკები.განვიხილეთ შეფასების სტრატეგიები.გავეცანით და ვისწავლეთ შეფასების ფორმები როგორ შევავსოთ.ჩეკლისტების შედგენის მნიშვნელობაზე მეტი გავიგე,სასურველია პროექტის
დასაწყისშივე გვქონდეს ჩეკლისტები,რათა მიზანი იყოს მიღწევადი და გაზომვადი.მომეწონა და გავიზიარებ,ჯგუფისა და საკუთარი თავის შეფასება პირადი ისტორიების კვლევის პროექტში,რომელსაც დავნერგავ ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკაში.