Thursday, November 22, 2018

ტრენინგის რეფლექსია

საინტერესოდ  და ნაყოფიერად გაიარა ტრენინგმა.შევისწავლეთ ბევრი საინტერესო და მრავლისმომცემი საკითხები,პროექტების სწავლების კუთხით.შევისწავლეთ როგორ მოვიძიოთ სტანდარტის შესაბამისი ინდიკატორები და მისაღწევი აქტივობები.პროექტის თემიდან გამომდინარე ჩამოვაყალიბეთ მიზნები,თითოეული ინდიკატორებისათვის,ასევე ჩამოვაყა;ლიბეთ ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი კითხვები .ასევე გავაკეთეთ პორტფოლიოს პრეზენტაცია.ვისწავლეთ პოსტერების შექმნა,რომელსაც დავნერგავ საკუთარ საქმიანობაში.გზადაგზა ვირგებდით მოსწავლის როლს,შევქმენით მოსწავლის ნიმუში.დავიწყეთ პროექტის პროცედურებისა და აქტივობების დაწერა.გამოვიყენეთ რუბრიკები,ჩეკლისტები,განმსაზღვრელი ნიშნის გამოყვანის სქემები.გავეცანით 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს ,რომელიც გვეხმარება განვავითაროთ ის მაღალ სააზროვნო უნარებს  რომელიც გამოგვადგება ჩვენი პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაში..მოვირგეთ მოსწავლის როლები,შევიმუშავეთ შეფასების გეგმები,გამოვიყენეთ შეფასების ფორმები.ასევე შევადგინეთ შემაჯამებელი შეფასების რუბრიკები  თემიდან  გამომდინარე.გავეცანი რესურსებს რომელიც დამეხმარება საინტერესო და მრავალფეროვნად იმუშაონ მოსწავლეებმა.განვიხილეთ პრაქტიკული მაგალითების საფუძველზე სტრატეგიები.ვიმუშავეთ წყვილებში,სადაც გამოვიყენეთ სტრატეგია.დაწყვილდი,დაფიქრდი,გაუზიარე..რომელიც მეტად საინტერესო იყო.გავეცანი ITC.TPDC.GEასევე TPDC.GE/ESSENTIALS..მადლობა ამ საინტერესო ნაყოფიერი დღეებისთვის...გამოვიყენებ ჩემს პედაგოგიურ საქმიანობაში.

პროექტის პორტფოლიო


პროექტის პორტფოლიოს საქაღალდის ბმული

Tuesday, November 20, 2018

დღე მერვე

დღევანდელი დღეს გავიარეთ მოსწავლეთა წარმატებისთვის დაგეგმვის განხორციელება.ასევე ფასილიტაციის ტექნოლოგიების გამოყენებაზე ვიმუშავეთ.რა ტიპის ფასილიტაციის დოკუმენტები გამოიყენებაა სასურველი და საინტერესო სწავლებაში.(სქემა,თარგი,ინსტრუქცია,ინტერნეტ-მისამარტები.)წყვილებში გავიზიარეთ პროექტის განხორციელებისათვის დავგეგმვოთ ჩვენი განსახორციელებელი გზა.როგორ და რა ფორმით დავალაგებთ,ნაბიჯ-ნაბიჯ გზას რომელსაც გავივლით პროექტის დაგეგმვიდან დასრულებამდე.(სასწავლო პროცედურები,შეფასების ინსტრუმენტები,საკვანძო შეკითხვები,დიფერენცირებული სწავლება,მოსწავლის შედეგები,თემის საფუძვლები.)
გავიარეთ სასწავლო პროექტის ყველა საფეხური.

Monday, November 19, 2018

დღე მეშვიდე


საინტერესო დღე იყო,შევისწავლეთ და გავიარეთ,შეფასების რუბრიკები.განვიხილეთ შეფასების სტრატეგიები.გავეცანით და ვისწავლეთ შეფასების ფორმები როგორ შევავსოთ.ჩეკლისტების შედგენის მნიშვნელობაზე მეტი გავიგე,სასურველია პროექტის
დასაწყისშივე გვქონდეს ჩეკლისტები,რათა მიზანი იყოს მიღწევადი და გაზომვადი.მომეწონა და გავიზიარებ,ჯგუფისა და საკუთარი თავის შეფასება პირადი ისტორიების კვლევის პროექტში,რომელსაც დავნერგავ ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკაში.

Monday, June 4, 2018


თემა: „ევროპაჩემსგაკვეთილზე“
გაკვეთილისგეგმა



კლასი/

VIIIკლასი
მასწავლებელი

თამარი თასოევი
ჩატარებისდრო

6.XII.2017
გაკვეთილისთემა

ევროპა(შემაჯამებელი გაკვეთილი)
გაკვეთილი

45წთ


კლასის ახაებ

7მოსწავლე,სსსმარმყავს
სასწავლომიზნებიდა
მოსალოდნელიშედეგები
(შესაბამისობა ე.ს.გ.)
მოსწავლე შეძლებს დაახასიათოს მსოფლიოში რეგიონების გამოყოფის პრინციპები და გაანალიზოს ქვეყნების კლასიფიკაციის მნიშვნელოვანი კრიტერიუმები.
მოსწავლე შეძლებს კონტურულ რუკაზე დაიტანოს ევროპის ქვეყნები.
ესგ-ს სტანდარტი.
გეო.VIII.9.4.5
გეო.VIII.1.3
გეო.VIII.2.5.6
მოსწავლეები განსაზღვრავენ მსოფლიო რეგიონების გამოყოფის თავისებურებებს.
ახასიათებენ ერთ-ერთ რეგიონს,მდებარეობა, საზღვრები, ბიომრავალფეროვნება, რელიეფი, ქვეყნები.
განათავსებენ  ინფორმაციას კონტურულ რუკაზე.

გაკვეთილისმსვლელობა(აქტივობები)






გამოწვევის ფაზა.
აქტივობაN1.ფილმის ჩვენება.5წთ
აქტივობის მიზანი. მოსწავლეებში გავააქტიურო ფილმის საშუალებით წინარე ცოდნა.
აქტივობის აღწერა. დასაწყისშივე ვაჩვენებ ამონარიდს თომა ჩაგელიშვილის ფილმიდან ,,ევროპა“, სადაც საუბარია ევროპის განვითარების ისტორიაზე, ევროკავშირის შექმნის როლზე, რომელმაც დასაბამი მისცა მას რომ ევროპის უმეტესი  ქვეყანა მაღალგანვითარებულია.
აქტივობაN2.გამოსაძახებელი ჩხირები.10წთ
აქტივობის მიზანი. მოსწავლეებში შევაჯეროთ ევროპის კონტინენტი.
აქტივობის აღწერა. გამოსაძახებელი ჩხირების საშუალებით ვიძახებ მოსწავლეებს, რომელსაც ვუსმევ კითხვებს,1.როგორი კონტინენტია ევროპა?2.რა ესაზღვრება ევროპას, მდებარეობა, ბიომრავალფეროვნება, ქვეყნები განვითარების მიხედვით?3.რა გაიგეს ფილმიდან, რა  იციან ევროკავშირის შესახებ?
და ა.შ
აქტივობაN3.დისკუსია თემაზე: ,,ევროპის წარმატების მიზეზები.“15წთ
აქტივობის მიზანი. მოსწავლეებში აზრთა ურთიერთგაზიარების, სხვისი აზრის მოსმენისა და მსჯელობის უნარების განვითარებას.
აქტივობის აღწერა. მოსწავლეებთან ერთად
შევარჩიეთ თემა: ,,ევროპის წარმატების მიზეზები“, რომლის შესახებ გავმართავთ დისკუსიას,დაუკავშირებთ თომა ჩაგელიშვილის ფილმში მოცემულ ინფორმაციას, როგორ შეიქმნა ევროპის კავშირი და იმ დადებითზე ვისაუბრებთ როგორ განვითარდა  და გაძლიერდა ევროპა ერთიანობით.
აქტივობაN4კონტურულ რუკაზე მუშაობა.5წთ
აქტივობის მიზანი: მოსწავლეებში კონტურულ რუკაზე მუშაობის უნარის განვითარება.
აქტივობის აღწერა. ვურიგებ მოსწავლეებს ევროპის კონტურულ რუკებს და ვთხოვ დაიტანონ ევროკავშირის ქვეყნები მასზე.
აქტივობაN5სლაიდ შოუ 5წთ
აქტივობის მიზანი. სლაიდის საშუალებით მოსწავლეებმა ევროპის ღირშესანიშნაობები.
აქტივობის აღწერა.ვაჩვენებ სლაიდს,სადაც ნაჩვენები იქნება ევროპის ღირშესანიშნაობები, ეიფელის, ტრიუმფალური თაღის, პიზეს, ბიგ-ბენს ბრანდერბურგის ჭიშკარს და ა.შ,ასევე სლაიდზე ვაჩვენებთ ევროკავშირის დროშას, მის შტაბინას, თან პედაგოგი ვისაუბრებ მის მიზნებზე და მის როლზე ქვეყნების განვითარებაში.
აქტივობაN6ბარათების გამოყენებით, დავალების მიცემა.5წთ
აქტივობის მიზანი. მოსწავლეებმა გაიხსენონ და უფრო მეტი გაიგონ ევროპის ქვეყნებზე.
აქტივობის აღწერა: წინასწარ გამზადებულ ბარათებზე, ვწერ ევროპის წამყვან ქვეყნებს, რომელსაც სათითაოდ იღებენ მოსწავლეები, რომელსაც რა ქვეყანა შეხვდება ის მოამზადოს სახლში ესეს ,,მოგზაურობა ევროპაში“, დაახასიათონ მდებარეობით,მოსახლეობით,ფართობით,ბიომრავალფეროვნებით,ღირშესანიშნაობებით,რას ფიქრობენ მათ განვითარების მაღალ მაჩვენებელზე,  მოამზადონ სახლში და შემდეგ გაკვეთილზე ვისაუბრებთ ესეებზე.
შეფასება.
საკლასომენეჯმენტი




მთელი კლასი
ინდივიდუალური
სასწავლორესურსები




თომა ჩაგელიშვილის ფილმი ,,ევროპა“
პროექტორი
ინტერნეტი
სახელმძღვანელო
კონტურული რუკები
ბარათები

ვი(ფაებკრიტერიუმები, მეთოდებიდასაშუალებები)
ურთიერთშეფასება.
შეფასების რუბრიკები
განმსაზღვრელი შეფასება.



შეფასების რუბრიკა:
N
კრიტერიუმი
დამაკმაყოფილებელი
(5-6)
კარგი
(7-8)
ძალიან კარგი
(9-10)
1
რუკასა და სხვა თვალსაჩინოებაზე მუშაობის უნარი
მონაწილე სუსტად ამჟღავნებს თვალსაჩინოებაზე მუშაობის უნარს.
მეტ-ნაკლებად ამჟღავნებს თვალსაჩინეობაზე მუშაობის უნარს.
მონაწილე სრულყოფილად ამჟღავნებს თვალსაჩინეობაზე მუშაობის უნარს.
2
პასუხობს დასმულ კითხვებს,ავლენს შესწავლილი საკითხის ცოდნას.
სუსტად ავლენს სესწავლილი საკითხის ცოდნას.
კარგად ავლენს წაკითხული მასალის ცოდნას.
სრულყოფილად ავლენს შესწავლილი საკითხის ცოდნას.
3
ავლენს ანალიზს გავრცელების არეალებსა და განვითარებას შორის.
ვერ ავლენს ცოდნას გავრცელების არეალებს შორის.
მოსწავლე კარგად ავლენს მათი გავრცელების არეალებს შორის.
სრულყოფილად ავლენს ანალიზს მათი გავრცელების არეალებს შორის.
4
მსჯელობს მათ მნიშვნელობას ქვეყნის განვითარებისათვის.
უჭირს მსჯელობა მათ მნიშვნელობაზე ქვეყნისთვის.
კარგად მსჯელობს მათ მნიშვნელობაზე.
სრულყოფილად მსჯელობს მათ მნიშვნელობას ქვეყნის განვითარებისათვის.


დისკუსიის შეფასების რუბრიკა
1–2
3–4
5–6
7–8
9–10
ფილმის,რუკის დასხვა ინფორმაციის გამოყენებით ვერახასიათებს და ვერ აღწერს მნიშვნელოვან გეოგრაფიულ ობიექტებს,(კონტინენტს) ვერ დააკავშირებს მოვლენებს ქვეყნების განვითარებას.
ფილმის,რუკის და  სხვა ინფორმაციის გამოყენებით ცდილობს დაახასიათ და აღწეროს მნიშვნელოვან გეოგრაფიული (კონტინენტი) მოვლენებს დააკავშირებს ქვეყნების განვითარებაზე,   მაგრამ ზედაპირულია, რეალიზება არასწორია.
ფილმის, რუკის და სხვა ინფორმაციის გამოყენებით ახასიათებს და აღწერსმნიშვნელოვან გეოგრაფიულ ობიექტებს,(კონტინენტი) მოვლენებს,  დააკავშირებს ქვეყნების განვითარებაზე. მაგრამ რეალიზება ნაწილობრივ არასწორია.
ფილმის,რუკის და სხვა ინფორმაციის გამოყენებით ახასიათებს და აღწერს მნიშვნელოვან გეოგრაფიულ ობიექტებს, (კონტინენტი)მოვლენებს,  მაგრამ ვერ იყენებს ადექვატურად,  არგუმენტების გარეშე განმარ-ტავს ქვეყნების განვითარების კანონზომიერებას.
რუკის და სხვა ინფორმაციის გამოყენებით ახასიათებს და აღწერსმნიშვნელოვან გეოგრაფიულ ობიექტებს, (კონტინენტი)მოვლენებს,კარგად მსჯელობს  არგუმენტების გამოყენებით ქვეყნების განვითარების კანონზომიერებებზე.



https://learningapps.org/display?v=p8d9tabqn17

Saturday, June 2, 2018


თემა: „ეს ევროპული  საქართველოა?
გაკვეთილის ეგმა



კლასი/

IXკლასი
მასწავლებელი

თამარი თასოევი
ჩატარების დრო

24.05.2018

გაკვეთილის ხანგრძლივობა


    45 წუთი
გაკვეთილის  თემა

ეს ევროპული საქართველოა?
გაკვეთილიტიპი

სამოდელო.პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილი
                                                                                               

კლასის ახაებ

3მოსწავლე  სსსმ 1
 სასწავლო მიზნები

(შესაბამისობა ე.ს.გ.)


ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი.







































მოსალოდნელიშედეგები

მოსწავლეებმა შეძლონ   თვალსაჩინოების საშუალებით იმსჯელონ საქართველოს საერთაშორისო ორგანიზაციებთან (ევროკავშირი)ურთიერთობის თავისებურებებზე. გაანალიზონ ევროკავშირში გაწევრიანებით საქართველოს განვითარების პერსპექტივები.
გეო.IX.2.
მოსწავლეს შეუძლია განიხილოს საქართველოს მდებარეობა და დაადგინოს  მისი მნიშვნელობა ქვეყნისათვის
ინდიკატორები
  • მსჯელობს საზღვრების გატარების თავისებურებებსა და მნიშვნელობაზე საერთაშორისო, ეროვნულ და ადგილობრივ დონეებზე;

  • ხსნის ფიზიკურ-გეოგრაფიული, ეკონომიკურ-გეოგრაფიული და გეოპოლიტიკური მდებარეობის განმსაზღვრელ ფაქტორებს ლოკალურ და გლობალურ დონეებზე; ავლებს პარალელებს მსოფლიოს ქვეყნებთან;


გეო.IX.7.

მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს საქართველოს ადგილი მსოფლიოში სოციალურ-ეკონომიკური პარამეტრების მიხედვით
ინდიკატორები
·         ილუსტრაციების ანალიზის საფუძველზე შეიმუშავებს ქვეყნის განვითარების დონის მაჩვენებელ საკუთარ კრიტერიუმებს (სამუშაო ადგილები, სავაჭრო ობიექტები, საშუალო ხელფასი, ტრანსპორტი, საცხოვრებელი) და ასაბუთებს საკუთარ მოსაზრებებს;
·         მსჯელობს სხვადასხვა სფეროში საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის პერსპექტივების შესახებ და შედეგებს გამოხატავს სასურველი ფორმით. 

 1.მოსწავლეები განსაზღვრავენ საქართველოს და ევროკავშირის განვითარების  თავისებურებებს.
2.მოსწავლეებში კრიტიკული,შემოქმედებითი,საკუთარი აზრის გამოთქმისა და დასკვნების გამოტანის უნარი.
3.პრობლემის დანახვისა და მისი გადაჭრის გზების ძიების უნარი.
4.რუკაზე მუშაობის უნარის განმტკიცება მოსწავლეებში.

საჭირო წინარე ცოდნა და უნარ-ჩვევები:







გაკვეთილისმსვლელობა
(აქტივობები)






1.მოსწავლე აანალიზებს ინფარმაციებს,ასევე პასუხობს დასმულ კითხვებს თემასთან დაკავშირებით.
2.მიზეზ-შედეგობრივი კავშირის არსებობის დანახვის უნარი.
3.საკუთარი მოსაზრებისა და მისი დასაბუთების უნარი.

გამოწვევის ფაზა.
საორგანიზაციო საკითხები.3წთ.
აქტივობაN1.ფილმის ჩვენება.,,მოგზაურობა ევროპაში“ ავტორი.თ.ჩაგელიშვილ. 6წთ(მთელი კლასი)დანართიN1.
აქტივობის მიზანი. მოსწავლეებში გავააქტიურო ფილმის საშუალებით წინარე ცოდნა და გაიაზრონ შინაარსი ფილმის.
აქტივობის აღწერა. დასაწყისშივე ვაჩვენებ ამონარიდებს თომა ჩაგელიშვილის ფილმიდან ,,მოგზაურობა ევროპაში“, სადაც საუბარია ევროპის განვითარების ისტორიაზე, ევროკავშირის შექმნის როლზე, რომელმაც დასაბამი მისცა მას რომ ევროპის   ქვეყანები  მაღალგანვითარებულია.
აქტივობაN2 რუკაზე მუშაობა.5წთ(მთელი კლასი)
აქტივობის მიზანი: რუკაზე მუშაობის უნარის განვითარება მოსწავლეებში.
აქტივობის აღწერა: ვისაუბრებთ საქართველოსა და ევროპის რუკაზე, დავახასიათებთ საქართველოს მდებარეობას,მის საზღვრების გატარების ვერსიებს,გავიხსენებთ ევროპის მნიშვნელოვან ნომეკლატურებს.
აქტივობაN3  სტატისტიკური  კვლევის ანგარიში.5წთ(ინდ)დანართი N3
აქტივობის მიზანი:  მოსწავლეებში კვლევისა და მისი გაანალიზების უნარის განვითარება.
აქტივობის აღწერა :  წინასწარ შედგენილი კითხვარის საშუალებით,გამოიკითხა მოსწავლეების მიერ ადგილობრივი თემის მოსახლეობა,რომელიც დართულია დანართის სახით გეგმას. რომელსაც წარმოგვიდგენს ერთერთი მოსწავლე. დანართიN1
აქტივობაN4.  პრეზენტაცია.
მითები ევროკავშირზე.(10წთ). დანართიN5
აქტივობის მიზანი: ევროკავშირის სამოქმედო მიზნებისა და იმ დარღვეული ხედვის გათავისება მოსწავლეებში.
აქტივობი აღწერა: პრეზენტაცია
 PowerPoint-ით გაკეთებული ,რომელიც ახლოს გაგვაცნობს იმ მითებს ევროკავშირზე, რომელიც დღევანდელ საზოგადოებაშია გავრცელებული, ის რომ რელიგიას გვიკარგავენ, ასევე ადამიანურ ღირებულებებს გვართმევენ, ოჯახებს გვითელიან და ა.შ,
აქტივობაN5.დისკუსია თემაზე: ,,ინფორმირების ნაკლებობა საზოგადოებაში(თემში)აჭრის გზების ძიება.“15წთ(მთელი კლასი)
აქტივობის მიზანი:მოსწავლეებში აზრთა ურთიერთგაზიარების, სხვისი აზრის მოსმენის, მსჯელობის და პრობლემის  გადაჭრის გზების ძიების უნარების განვითარება.
აქტივობის აღწერა. მოსწავლეებთან ერთად
შევარჩიეთ თემა: ,,ინფორმირების ნაკლებობის გადაჭრა  საზოგადოებაში’’(თემში), რომლის შესახებ გავმართავთ დისკუსიას,დაუკავშირებთ თომა ჩაგელიშვილის ფილმში მოცემულ ინფორმაციას, როგორ შეიქმნა ევროპის კავშირი და იმ დადებითზე ვისაუბრებთ როგორ განვითარდა  და გაძლიერდა ევროპა ერთიანობით.ასევე ვისაუბრებთ მთელი  რიგი პრობლემაბზე, კვლევის ანგარიშიდან,მითებიდან, ის რაც საზოგადოებამ არ იცის ევროკავშირზე,ესაა მათი ნაკლები წვდომა ინფორმაციაზე,ამიტომ გამოითქვა მოსაზრებები,რომ ჩვენც მცირეოდენი წვლილი შევიტანოთ ჩვენი პატარა თემის ინფორმირებულობაში,დავამზადოთ ბუკლეტები,მოვაწყოთ ფილმის ჩვენებები,გავმართოდ საინფორმაციო შეხვედრები კომპეტენტურ ადამიანებთან,ჩავრთოთ ადგილობრივი ხელისუფლებაც.
შეფასება-1წთ
სათადარიგო აქტივობა
წინასწარ მოვამზადებთ  ფლივჩარტზე  ევროკავშირის დროშას,სადაც შეფ.ჯგუფისთვის იქნება დასმული კითხვა და გაკვეთილის დასასრულს თითეული დამსწრე გვიპასუხებს მასზე.
გსურთ თუ არა ევროკავშირში გაწევრიანება?რომლის შედეგებიც დაემატება მოსწავლეების კვლევას.
ასევე ჩვენ პირველ ნაბიჯს ვდგავთ პრობლემის გადაჭრისკენ და ყველას დაურიგეთ ბუკლეტებს.
ამით არ მთავრდება ჩვენი საქმიანობა ამ მიმართულებით,უახლოეს პერიოდში თემის მოსახლეობას შევთავაზებთ აქტივობებს და შევეცდებით მოვახდინოთ ინფორმირებულება მოსახლეობის.
შეფასება-1წთ
სათადარიგო აქტივობა.
აქტივობაN6   გასასვლელი ბილეთი.5წთ.(ინდივ)დანართიN4
აქტივობის მიზანი: შევაჯეროთ ევროკავშირისა და საქართველოს ინტეგრაციის შესახებ  ინფორმაცია მოსწავლეებში.
აქტივობის აღწერა:წინასწარ გამზადებულ გასასვლელ ბილეთს დაურიგებ და ვთხოვ  შემივსონ მოსწავლეებმა.

საკლასო მენეჯმენტი




მთელი კლასი
ინდივიდუალური
სასწავლო რესურსები




თომა ჩაგელიშვილის ფილმი ,,მოგზაურობა ევროპაში“
პროექტორი
ინტერნეტი
სახელმძღვანელო
მსოფლიოს და საქართველოს ფიზიკური რუკები
გასასვლელი ბილეთი.

ვი(ფაებკრიტერიუმები, მეთოდებიდასაშუალებები)
ურთიერთშეფასება.
შეფასების რუბრიკები
განმსაზღვრელი შეფასება.








დანართი N1
შეფასების რუბრიკა:
N
კრიტერიუმი
დამაკმაყოფილებელი
(5-6)
კარგი
(7-8)
ძალიან კარგი
(9-10)
1
რუკასა და სხვა თვალსაჩინოებაზე მუშაობის უნარი
მონაწილე სუსტად ამჟღავნებს თვალსაჩინოებაზე მუშაობის უნარს.
მეტ-ნაკლებად ამჟღავნებს თვალსაჩინეობაზე მუშაობის უნარს.
მონაწილე სრულყოფილად ამჟღავნებს თვალსაჩინეობაზე მუშაობის უნარს.
2
პასუხობს დასმულ კითხვებს,ავლენს შესწავლილი საკითხის ცოდნას.
სუსტად ავლენს სესწავლილი საკითხის ცოდნას.
კარგად ავლენს წაკითხული მასალის ცოდნას.
სრულყოფილად ავლენს შესწავლილი საკითხის ცოდნას.
3
ავლენს ანალიზს ევროკავშირში   გაწევრიანებით  ქვეყნის განვითარების პერსპექტივებზე.
ვერ აანალიზებს საქართველოს ევრიკავშირში გაწევრიანების განვითარების  პერსპექტივებს.
მოსწავლე კარგად აანალიზებს საქართველოს ევრიკავშირში გაწევრიანების განვითარების  პერსპექტივებს. .
სრულყოფილად  ანალიზს საქართველოს ევრიკავშირში გაწევრიანების განვითარების  პერსპექტივებს.
4
მსჯელობს საქართველოს საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის თავისებურებებზე.
უჭირს მსჯელობა მათ მნიშვნელობაზე ქვეყნისთვის.
კარგად მსჯელობს მათ მნიშვნელობაზე.
სრულყოფილად მსჯელობს მათ მნიშვნელობას ქვეყნის განვითარებისათვის.





დისკუსიის შეფასების რუბრიკა
1–2
3–4
5–6
7–8
9–10
ფილმის,რუკის დასხვა ინფორმაციის გამოყენებით ვერახასიათებს და ვერ აღწერს მნიშვნელოვან საერთაშორისო ორგანიზაციას (ევროკავშირი)ვერ აკავშირებს მოვლენებს ქვეყნის განვითარებას.
ფილმის,რუკის და  სხვა ინფორმაციის გამოყენებით ცდილობს დაახასიათ და აღწეროს მნიშვნელოვან საერთაშორისო ორგანიზაციას (ევროკავშირი)ვერ დააკავშირებს ქვეყნის განვითარებაზე,   მაგრამ ზედაპირულია, რეალიზება არასწორია.
ფილმის, რუკის და სხვა ინფორმაციის გამოყენებით ახასიათებს და აღწერს მნიშვნელოვან საერთაშორისო ორგანიზაციას (ევროკავშირი) მოვლენებს კავშირებს ქვეყნის განვითარებაზე. მაგრამ რეალიზება ნაწილობრივ არასწორია.
ფილმის,რუკის და სხვა ინფორმაციის გამოყენებით ახასიათებს და აღწერს მნიშვნელოვან)საერთაშორისო ორგანიზაციას (ევროკავშირი) მოვლენებს,  მაგრამ ვერ იყენებს ადექვატურად,  არგუმენტების გარეშე განმარ-ტავს ქვეყნის განვითარების კანონზომიერებას.
რუკის და სხვა ინფორმაციის გამოყენებით ახასიათებს და აღწერს მნიშვნელოვან  საერთაშორისო ორგანიზაციას (ევროკავშირი)მოვლენებს,კარგად მსჯელობს  არგუმენტების გამოყენებით ქვეყნის განვითარების კანონზომიერებებზე.


დანართი N 2 
თომა ჩაგელიშვილის დოკუმენტური ფილმის ,,მოგზაურობა ევროპაში“ ლინკი რომელიც გამოყენებულ იქნა გაკვეთილზე რესურსად


დანართიN3
კითხვარი
1.როგორ ფიქრობთ საქართველო ევროპის ქვეყანაა თუ აზიის?


დიახ
ევროპაა
არა
აზიააა
არ ვიცი
თავი შეიკავა
2.რა იცით ევროკავშირის შესახებ?გსურთ თუ არა ევროკავშირში გაწევრიანებაა?

ბევრი არაფერი
ძლიერი ორგანიზაციაა
თავი შეიკავა
3.როგორ შედეგს მოუტანს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება?


კარგს
ბევრს არაფერს
თავი შეიკავა
4.როგორ ფიქრობთ ევროკავშირი თუ რუსეთი?სად ისურვებდით  გაწევრიანებას?


ევროპა
რუსეთი
თავი შეიკავა
5.როგორ გესახებათ საქართველოს მომავალი?


ძლიერი ქვეყანა ახლო მომავალში.
ბევრი არაფერი შეიცვლება
თავი შეიკავა
6.მეტი ინფორმირებისთვის,დაესწრებით თუ არა საინფორმაციო შეხვედრებს,რათა უკეთ გავიგოთ ევროკავშირის მუშაობის შესახებ?
სიამოვნებით,დავესწრები
არ მაქვს არანაირი სურვილი
თავი შეიკავა
 7.ისურვებდით თუ არა  რომელიმე ქვეყანაში მოგზაურობას?ფინანსური შესაძლებლობების შემთხვევაში?

სიამოვნებით წავიდოდი
ნახავდა საქართველოს კუთხეებს
თავი შეიკავა
დანართიN4
გასასვლელი ბილეთების   ინსტრუქცია:
1.        პირველ გრაფაში წერ შენს სახელს
2.       კითხულობ გაკვეთილის მიზანს
3.       რამოდენიმე სიტყვით პასუხობ  გრაფებში მოცემულ   შეკითხვებს
4.       ბოლო კითხვაზე  X-ით მონიშნავ იმ სმაილს  რომელიც შეესაბამება შენს პასუხს
ა.დარწმუნებული ვარ
ბ.ეჭვი მეპარება
გ.ამ საკითხთან დაკავშირებით ჩემი ცოდნა ძალიან მწირია


მოსწავლის სახელი გვარი ----------------------------------------------------------------------------------

რა გავიგე ამ გაკვეთილზე ისეთი,რაც აქამდე ჩემთვის უცნობი იყო?




რაზე მინდა მეტი გავიგო შემდეგისთვის?





ძირითადი ტერმინები ამ გაკვეთილიდან  :





   რამდენად  დარწმუნებული    ვარ  ჩემს ცოდნაში    ამ გაკვეთილზე განხილულ საკითთხთან დაკავშირებით?
ბოლო კითხვაზე  X-ით მონიშნავ იმ სმაილს  რომელიც შეესაბამება შენს პასუხს
ა. დარწმუნებული ვარ
ბ. ეჭვი მეპარება
გ .ამ საკითხთან დაკავშირებით ჩემი ცოდნა ძალიან მწირია


smail07254317566images180-150x150